"შემდეგ მატჩს კარგ საფარზე ჩავატარებთ და..." - ლაშა დვალი მოახლოებულ ალბანეთთან მატჩზე » სპორტის ხაზი

"შემდეგ მატჩს კარგ საფარზე ჩავატარებთ და..." - ლაშა დვალი მოახლოებულ ალბანეთთან მატჩზე

"შემდეგ მატჩს კარგ საფარზე ჩავატარებთ და..." - ლაშა დვალი მოახლოებულ ალბანეთთან მატჩზე
13-10-2024, 20:45
Aa Aa
გაზიარება:

"მიხეილ მესხზე" ალბანეთის ნაკრებთან დაპირისპირების წინ, საქართველოს ეროვნული გუნდის მცველი, ლაშა დვალი, მოახლოებულ მატჩზე საუბრობს.

უკრაინასთან მატჩის შემდეგ, ორ დღეში, ალბანეთთან შეხვედრა გვაქვს. ცხადია დატვირთული განრიგია, მაგრამ მეტოქესაც იგივე პირობები აქვს. ვფიქრობ, სათამაშო კონდიციების აღდგენა შევძელი და მატჩამდე წინ კიდევ 24 საათია, ასე რომ, სათამაშოდ მზად ვარ.

უკრაინასთან მატჩში ჩვენს სათამაშო სტილს მოედნის საფარი ხელს უშლიდა. მიხარია, რომ შემდეგ მატჩს კარგი საფარის მქონე მოედანზე ჩავატარებთ და მჯერა, იქ უკვე ჩვენი ქომაგების გახარებას მოვახერხებთ.


- ამბობს დვალი.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი