ვეტერანმა ფეხბურთელმა და ქ. თბილისის მერმა, კახა კალაძემ, საქართველოსა და უკრაინის ნაკრებების შეხვედრის შემდეგ, გუნდზე ისაუბრა.
"ჩვენ გვყავს ძალიან ბევრი ვარსკვლავი, მაღალი დონის ფეხბურთელები, ყველას განსაკუთრებული როლი აქვს ჩვენს ნაკრებში.
არ მინდა რომელიმე გამოვყო, თუმცა, მინდა ორი ფეხბურთელის მნიშვნელობაზე ვისაუბრო - გიორგი ქოჩორაშვილი და ოთარ კიტეიშვილი.
ეს ორი ადამიანი არის ჩვენი ეროვნული ნაკრების გული და უდიდეს როლს ასრულებენ როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში. გულდასაწყვეტია, რომ ქოჩორაშვილი შემდეგ თამაშს ყვითელი ბარათების გამო გამოტოვებს."
- ამბობს კალაძე პირდაპირ ჩართვაში.