კალაძე: "ეს საქართველოს ნაკრების კოზირია" » სპორტის ხაზი

კალაძე: "ეს საქართველოს ნაკრების კოზირია"

კალაძე: "ეს საქართველოს ნაკრების კოზირია"
29-06-2024, 21:06
Aa Aa
გაზიარება:

ესპანეთთად მატჩის წინ თბილისის მერმა და "მილანის" ყოფილმა ფეხბურთელმა კახა კალაძემ საქართველოს ნაკრებზე ისაუბრა.

"ტურნირის დაწყებამდე, როცა მეტოქეების შესახებ გავიგე, ვამბობდი რომ 1/8-ფინალში გასვლაზე უნდა გვეფიქრა. მარცხის მიუხედავად პოზიტიური გუნდი დავინახე, თურქეთთან თანაბარი თამაში იყო და მატჩის ბოლოს იღბალი დაგვაკლდა, გათანაბრება შეგვეძლო.

"ჩეხეთთან მატჩის ბოლოს გამარჯვების შანსი ხელიდან გავუშვით. პირველ ორ თამაშში გამოჩნდა, რომ ნაკრებმა კონცენტრაციითა და დისციპლინით ითამაშა, საგონებელში არ ჩავარდნილა. აქედან გამომდინარე, ვფიქრობდი, რომ პორტუგალიის დამარცხება შეგვეძლო.

"კვარა კვარაა, უნიკალური მოთამაშე საფეხბურთო თვისებებით და ხარისხით. ტოპ მოთამაშეა საერთაშორისო დონეზე. კვარა ის ელემენტია, რომელიც იმ შესაძლებლობას გვაძლევს, რომ მეტოქეს სირთულეები შევუქმნათ.

"ასევე, ის არის ფეხბურთელი, რომელსაც მარტოს შეუძლია მეტოქის დაცვის ხაზი აიძულოს ყოველთვის ყურადღებითა და მზადყოფნაში იყოს. შემდეგ მიქაუტაძეს გოლის გატანის შესაძლებლობას აძლევს. ეს საქართველოს ნაკრების კოზირია"


- განაცხადა თბილისის მერმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი