'ეს კოშმარია' - ინგლისის გულშემატკივრები თავის ნაკრებზე გავრცელებულ ვიდეოს სოციალურ ქსელში გამოეხმაურნენ » სპორტის ხაზი

'ეს კოშმარია' - ინგლისის გულშემატკივრები თავის ნაკრებზე გავრცელებულ ვიდეოს სოციალურ ქსელში გამოეხმაურნენ

'ეს კოშმარია' - ინგლისის გულშემატკივრები თავის ნაკრებზე გავრცელებულ ვიდეოს სოციალურ ქსელში გამოეხმაურნენ
19-11-2022, 12:56
Aa Aa
გაზიარება:

გუშინ, სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო იმის შესახებ, თუ როგორ უჭირთ ინგლისის ნაკრების ფეხბურთელებს ყატარში ვარჯიშის ჩატარება (იხილეთ ვიდეო). ირანთან მატჩამდე რამდენიმე დღეა დარჩენილი და აშკარაა, რომ 'სამი ლომის' ფეხბურთელებს 33C სიცხეში უწევთ ვარჯიში, რაც ვარჯიშის პროდუქტიულობას მკვეთრად ამცირებ.

ამ ფაქტს სოციალურ ქსელში ინგლისის გულშემატკივრები გამოეხმაურნენ, რომლებმაც FIFA კიდევ ერთხელ გააკრიტიკეს და ამ სურათს სამარცხვინო უწოდეს.

- "ვისი იდეა იყო ფეხბურთის თამაში ფაქტობრივად უდაბნოში?"

- "ასე იცის იმან, რომ არ ხარ მზად მსოფლიო ჩემპიონატისთვის."

- "ნამდვილად არ არის ეს სიტუაცია კარგი ჩვენი შანსებისთვის."

- "ეს კოშმარი იქნება. ირანთან თამაში რთული იქნება, თუმცა ირანელები მიჩვეულნი არიან ასეთ სიცხეს."


აღსანიშნავია, რომ სტადიონებზე, სადაც თამაშები ჩატარდება, ყველგან კონდიციონერები იქნება დაყენებული, რათა ტემპერატურა მაქსიმალურად კომფორტული იყოს როგორც ფეხბურთელებისთვის, ასევე გულშემატკივრებისთვის.

შეგახსნებთ იმასაც, რომ ინგლისი თავის პირველ მატჩს, 21 ნოემბერს ირანის წინააღმდეგ ჩაატარებს.

იხილეთ ვიდეო - (setantasport)


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი