ნიდერლანდელი ჟურნალისტი : 'კვარაცხელიას ასეთი თამაში ამ ადამიანის დამსახურებაა' » სპორტის ხაზი

ნიდერლანდელი ჟურნალისტი : 'კვარაცხელიას ასეთი თამაში ამ ადამიანის დამსახურებაა'

ნიდერლანდელი ჟურნალისტი : 'კვარაცხელიას ასეთი თამაში ამ ადამიანის დამსახურებაა'
19-11-2022, 12:25
Aa Aa
გაზიარება:

ცნობილი ნიდერლანდელი ჟურნალისტის ლექს ლამერის თქმით, ქართველი ფეხბურთელის ხვიჩა კვარაცხელიას შთამბეჭდავი თამაში ლეონიდ სლუცკის დამსახურებაა.

როგორც ჟურნალისტი მიიჩნევს, სწორედ 51 წლის სპეციალისტმა გაუხსნა 21 წლის შემტევს ევროპული ფეხბურთისკენ მიმავალი გზა.

"ნიდერლანდებში სლუცკიმ ტოპ-მოთამაშის აღზრდა ვერ მოახერხა, მაგრამ რაც შეეხება კვარაცხელიას, მისი მომაჯადოებელი ფეხბურთი ნაპოლიში სლუცკის დამსახურებაა. სლუცკიმ ევროპული ფეხბურთისთვოს ბრილიანტი მოთხარა." - ვკითხულობთ ლამერის სტატიაში.

შეგახსნებთ იმასაც, რომ მიმდინარე სეზონში ხვიჩას მონაგარი 'ნაპოლის' მაისურით 8 გოლი და 10 საგოლე გადაცემაა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი