ერთა ლიგის მე-3 ტურის შეხვედრაში საქართველოს ნაკრები პოლონეთში უკრაინას შეხვდა და მინიმალური სხვაობით, 1:0 დამარცხდა.
მატჩის დასრულების შემდეგ, უკრაინელთა მთავარმა მწვრთნელმა სერგეი რებროვმა მედიასთან კომენტარი გააკეთა.
"ყველამ ნახეთ, როგორი სოლიდური მატჩი გვქონდა და ფეხბურთელებიმა გამარჯვებისთვის ყველაფერი გააკეთე, ასე რომ, კმაყოფილი ვარ.
მიზნად გქვონდა, ქართველების ბურთი ჩვენი საჯარიმოდან რაც შეიძლება შორს მიეღოთ - მეორე ტაიმში გამოჩნდა რომ ხვიჩა ფლანგიდან უკან ჩადიოდა და იქ იღებდა ბურთს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენი სამუშაო კარგად შევასრულეთ", - განაცხადა რებროვმა.