10 ოქტომბრის შეხვედრაში ბერძნებმა ნამდვილი სასწაული მოახდინეს და ინგლისს გასვლაზე 1:2 მოუგეს!
ამ შეხვედრას წინ ტრაგიკული ამბავი უძღოდა, რომელიც ბერძენი ფეხბურთელის, ჯორჯ ბალდოკის გარდაცვალებას ითვალისწინებს.
თავიდან გაჩნდა აზრი, რომ მატჩი გადადებულიყო, თუმცა ბერძნები ინგლისში ბალდოკისთვის ჩავიდნენ და სახლში ისტორიული 3 ქულა წამოიღეს. ინგლისელების მხრიდან გოლი ჯუდ ბელინგემმა გაიტანა, ბერძნებიდან კი პავლიდისის დუბლი ვიხილეთ.
ამ მომენტისთვის ინგლისი ჯგუფის მეორე ადგილს 6 ქულით იკავებს, ბერძნები კი პირველზე 9 ქულით არიან.