გასულ ღამეს ბერძნული "პანათინაიკოსის" ცენტრალური მცველი, ჯორჯ ბალდოკი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.
"საბერძნეთის ეროვნული ნაკრები და ფეხბურთის ფედერაცია ჯორჯ ბალდოკს დიდი მწუხარებითა და ტკივილით ემშვიდობება.
სიტყვები არ გვყოფნის იმ ადამიანური ტკივილის აღსაწერად, რაც ჩვენი გუნდის წევრის უდროოდ დაკარგვამ გამოიწვია.
გარდაცვლილის ოჯახს სამძიმარს ვუცხადებთ. სამძიმარი მისი მეორე ოჯახიდან.. მშვიდობით.."
- წერს საბერძნეთის საფეხბურთო ფედერაცია ამ საზარელ ამბავზე.