ლიონელ მესიმ მსოფლიო ჩემპიონატის მთავარი ფავორიტები დაასახელა » სპორტის ხაზი

ლიონელ მესიმ მსოფლიო ჩემპიონატის მთავარი ფავორიტები დაასახელა

ლიონელ მესიმ მსოფლიო ჩემპიონატის მთავარი ფავორიტები დაასახელა
18-11-2022, 21:47
Aa Aa
გაზიარება:

ფრანგული პსჟ-ს და არგენტინის ეროვნული ნაკრების შემტევმა, ლიონელ მესიმ კატარის 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ისაუბრა და ტურნირის მთავარი ფავორიტები დაასახელა:

"როდესაც მსოფლიო ჩემპიონატის მოგები კანდიდატებზე ვსაუბრობთ, როგორც წესი, ყოველთვის ერთსა და იმავე ქვეყნებს ვახსენებთ.

პირადად მე ვფიქრობ, რომ ბრაზილია, საფრანგეთი და ინგლისი სხვებზე ოდნავ მაღლა დგნან.

მიუხედავად ამისა, მსოფლიო ჩემპიონატი იმდენად რთული ტურნირია, რომ აქ ნებისმიერი რამ შეიძლება მოხდეს
", - განაცხადა მესიმ.

ცნობისთვის, მესი მსოფლიო ჩემპიონატის მოგებასთან ყველაზე ახლოს 2014 წელს იყო - თუმცა, არგენტინის ნაკრები ფინალში გერმანიის ეროვნულ გუნდთან დამარცხდა. მიუხედავად მარცხისა, მესი იმ ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი