ჩვენი ჯგუფის მეორე მატჩი - ჩეხეთი ალბანეთს უმასპინძლებს » სპორტის ხაზი

ჩვენი ჯგუფის მეორე მატჩი - ჩეხეთი ალბანეთს უმასპინძლებს

ჩვენი ჯგუფის მეორე მატჩი - ჩეხეთი ალბანეთს უმასპინძლებს
11-10-2024, 15:11
Aa Aa
გაზიარება:

დღევანდელი დღის ყურადღება თავიდან ბოლომდე საქართველოს ნაკრებზეა მიპყრობილი, რომელიც უკრაინას ეწვევა და მნიშვნელოვანი 3 ქულის აღებას შეეცდება.

გარდა საქართველოს მატჩისა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენივე ჯგუფის პარალელური შეხვედრაც, სადაც ქართველების მიერ განადგურებული ჩეხეთი ალბანეთს უმასპინძლებს.

ამ მომენტისთვის საქართველო პირველ ადგილზე 6 ქულითაა, ჩეხეთსა და ალბანეთს კი 3-3 ქულა აქვთ. რაც შეეხება უკრაინას, მათ ქულა ჯერ საერთოდ არ აუღიათ და ჩვენთან ორმაგი მოტივაციით ითამაშებენ.

ჩეხებმა 3 ქულა მეორე ტურში აიღეს, როდესაც უკრაინას საკუთარ კედლებში 3:2 მოუგეს, ალბანეთმა კი საკუთარი ქულები გასვლაზე აიღო, დამარცხებით კი ამ ნაკრებმაც უკრაინა დაამარცხა, - 1:2.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი