უკრაინელი ვეტერანი: "ქართველები ვერ იტანენ, როცა ამას უკეთებ" » სპორტის ხაზი

უკრაინელი ვეტერანი: "ქართველები ვერ იტანენ, როცა ამას უკეთებ"

უკრაინელი ვეტერანი: "ქართველები ვერ იტანენ, როცა ამას უკეთებ"
11-10-2024, 12:46
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის მორიგ შეხვედრას დღეს, ჩვენი დროით 22:45-ზე უკრაინასთან გასვლაზე გამართავს და მორიგი 3 ქულის აღებას შეეცდება.

აღნიშნული მატჩის შესახებ კომენტარი გააკეთა უკრაინელმა ვეტერანმა, სერგი ზადოროჟნიმ, რომელიც ფიქრობს, რომ შეხვედრა ფრედ, 1:1 უნდა დასრულდეს.

მეტოქე 5-3-2 ტაქტიკას აირჩევს და საჭირო იქნება, რომ შეცდომები მინიმუმამდე დავიყვანოთ. გარდა ამისა, გამორჩეულად კარგები უნდა ვიყოთ ფლანგზე თამაშისას და ბურთის ფლობისას, რათა ქართველებმა კონტრშეტევის შესაძლებლობა არ მიიღონ. მეტოქის ფეხბურთელებს, უფრო კონკრეტულად კი მცველებს წნეხთან ერთად თამაში არ უყვართ, ამას ვერ იტანენ, რაც რებროვმა ტაქტიკურად უნდა გაითვალისწინოს. ჩემი აზრით, თამაში 1:1 დამთავრდება.

- თქვა ზადოროჟნიმ, უკრაინის ნაკრების ყოფილმა მცველმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველო ჯგუფში პირველ ადგილს მოპოვებული 6 ქულით იკავებს, უკრაინას კი ჯერ ქულაც არ აქვს აღებული.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი