"ნაპოლიმ სეზონის პირველი ნახევარი ფანტასტიკურად ითამაშა" - პაოლო მალდინიმ ხვიჩას გუნდი შეაქო » სპორტის ხაზი

"ნაპოლიმ სეზონის პირველი ნახევარი ფანტასტიკურად ითამაშა" - პაოლო მალდინიმ ხვიჩას გუნდი შეაქო

"ნაპოლიმ სეზონის პირველი ნახევარი ფანტასტიკურად ითამაშა" - პაოლო მალდინიმ ხვიჩას გუნდი შეაქო
18-11-2022, 19:55
Aa Aa
გაზიარება:

მილანისა და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდამ, პაოლო მალდინიმ იტალიის ჩემპიონატის პირველი ნახევარი შეაფასა და ნეაპოლელთა ბრწყინვალე თამაში ყველასაგან გამოარჩია:

"კარგად მახსოვს ის დრო, როდესაც მარადონას ნაპოლის ვუპირისპირდებოდით, ეს შესანიშნავი გრძნობა იყო. ახლანდელ სეზონში ნაპოლი ფანტასტიკურად გამოიყურება, მათ ყველა მეტოქესთან წარმატებით ითამაშეს და ტურნირის პირველი ნახევარი ბრწყინვალედ გაიარეს. რაც შეეხება მილანს, ის კარგად თამაშობს, ჩვენ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფიდანაც გავედით, თუმცა ნაპოლის მაინც 8 ქულით ჩამოვრჩებით, რაც სპალეტის გუნდის საოცარ პირველ ნახევარს კიდევ ერთხელ ადასტურებს. მიუხედავად ყველაფრისა, სეზონი ხანგრძლივია და ჯერ ყველაფერი წინაა." - პაოლო მალდინი.

შეგახსენებთ, რომ მილანისა და ნაპოლის დაპირისპირება იტალიის სერია A-ს პირველ წრეში სან სიროზე გაიმართა, რომელიც ლუჩანო სპალეტის გუნდმა 1:2 მოიგო.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი