საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის ოქტომბრის მატჩებისთვის მზადება დაიწყო.
7 ოქტომბერს, ჩვენი გუნდი პოლონეთის ქალაქ პოზნანში შეიკრიბა, სადაც ერთა ლიგის მესამე ტურის შეხვედრაში უკრაინას დაუპირისპირდება.
მოდით, ვნახოთ თუ როგორია ამავე ნაკრებთა უძვირესი ფეხბურთელების საერთო სურათი:
საქართველო - ხვიჩა კვარაცხელია (80 მილიონი ევრო)
უკრაინა - არტიომ დოვბიკი (35 მილიონი ევრო)
როგორც ხედავთ, კვარაცხელია უკრაინელ დოვბიკს ფასში ორზე მეტჯერ აღემატება. სამაგიეროდ, უკრაინელებს უპირატესობა ჯამურ ღირებულებაში აქვთ:
საქართველო - 174 მილიონი ევრო
უკრაინა - 260 მილიონი ევრო