უკრაინა vs საქართველო - მთავარი არბიტრის ვინაობა ცნობილია » სპორტის ხაზი

უკრაინა vs საქართველო - მთავარი არბიტრის ვინაობა ცნობილია

უკრაინა vs საქართველო - მთავარი არბიტრის ვინაობა ცნობილია
8-10-2024, 15:03
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის ოქტომბრის მატჩებისთვის მზადება დაიწყო.

7 ოქტომბერს, ჩვენი გუნდი პოლონეთის ქალაქ პოზნანში შეიკრიბა, სადაც ერთა ლიგის მესამე ტურის შეხვედრაში უკრაინას დაუპირისპირდება.

მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე, უეფას გადაწყვეტილებით, ცნობილი გახდა, რომ ზემოთხსენებულ შეხვედრას ავსტრიელ მსაჯთა ბრიგადა გაუძღვება.

მთავარი არბიტრი იულიან ვაინბერგერი იქნება, რომელსაც ავსტრიის ბუნდესლიგაში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს.

კარიერის მანძილზე 39 წლს მსაჯს 345 შეხვედრაზე უმსაჯია, სადაც 1512 ყვითელი ბარათი და 41 წითელი აჩვენა. საინტერესოა ისიც, რომ ვაინბერგერი პენალტების დანიშვნებს არ ერიდება, მას ჯამურად 113 პენალტი აქვს დანიშნული.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი