საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის ოქტომბრის მატჩებისთვის მზადება დაიწყო.
7 ოქტომბერს, ჩვენი გუნდი პოლონეთის ქალაქ პოზნანში შეიკრიბა, სადაც ერთა ლიგის მესამე ტურის შეხვედრაში უკრაინას დაუპირისპირდება. შეკრების პირველ დღეს ნაკრებმა არასრული შემადგენლობით, პოზნანის ლეხის საწვრთნელ ბაზაზე მსუბუქად ივარჯიშა. საწვრთნელ პროცესში 8 ფეხბურთელი მონაწილეობდა: გიორგი მამარდაშვილი, გურამ კაშია, სოლომონ კვერკველია, ოთარ კაკაბაძე, გიორგი გოჩოლეიშვილი, შოთა ნონიკაშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე და ბუდუ ზივზივაძე. ნაკრები სრული შემადგენლობით უახლოესი ორი დღის განმავლობაში შეიკრიბება.
დღევანდელ ვარჯიშზე საქართველოს ნაკრებს ნიკა კვეკვესკირი ესტუმრა. უნგრული ნირეჰაზას და ნაკრების ნახევარმცველი ამჟამად ტრავმირებულია და ვარჯიშს მომდევნო კვირებში განაახლებს.
nakrebi.ge