კვიპროსის ჩემპიონატის მე-6 ტურში გიორგი ქვილითაიას "არისმა" შინ "ომონია" მიიღო და 2:0 სძლია.
ქვილითაიამ მოედანზე 76 წუთი გაატარა და 25-ე და 54-ე წუთებზე, ორივე გოლის ავტორი, ქართველი თავდამსხმელი გახდა.
ქართველის გუნდმა გამარჯვებით 14 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზეა.