ესპანეთის ლა ლიგის მე-9 ტურის შეხვედრაში რეალ მადრიდმა ვილიარეალს უმასპინძლა და მეტოქე 2:0 დაამარცხა.
შეხვედრის მიწურულს, მადრიდელთა მცველმა დანი კარვახალმა უმძიმესი ტრავმა მიიღო, რის გამოც მიის საკაცით გაყვანა გახდა საჭირო.
დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 32 წლის უკანახაზელისთვის მიმდინარე სეზონი დასრულებულია - კარვახალმა ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა და ოპერაციის გაკეთებაა საჭირო.