1 ოქტომბერს, საჩემპიონთალიგო მორიგი შეხვედრები ტარდება.
23:00 საათზე, "მანჩესტერ სიტი" ბრატისლავაში გურამ კაშიას "სლოვანს" დაუპირისპირდება, სადაც, ცხადია, სლოვაკთა სასტარტო თერთმეტეულში მოხვდა საქართველოს ნაკრების მცველიც.
შეგახსენებთ, რომ გურამს დებიუტი ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე 18 სექტემბერს, "სელტიკის" წინააღმდეგ ჰქონდა.