ავსტრიის ბუნდესლიგის მე-8 ტურის შეხვედრაში ოთარ კიტეიშვილის შტურმი გასვლაზე ლინცს დაუპირისპირდა და მეტოქე 1:2 დაამარცხა.
ქართველმა ნახევარმცველმა მოედანზე მხოლოდ 33 წუთი გაატარა, თუმცა გამარჯვების გოლის გატანა მაინც მოახერხა.
Sofascore-მა ავსტრიის ტურის სიმბოლური გუნდი გამოაქვეყნა, სადაც კუთვნილი ადგილი ოთარ კიტეიშვილმაც დაიკავა.