20 წლის საბა გოგლიჩიძე ნელ-ნელა იტალიური კლუბის ემპოლის ძირითადის მოთამაშედ ყალიბდება.
ახალგაზრდა მცველის წარმატებულ თამაშს მთელი იტალია აღიარებს, მათ შორის ცნობილი ჟურნალისტი ჯაკომო ჩონიც, რომელიც წერს: "საბა გოგლიჩიძე სერია ა-ს სეზონის აღმოჩენაა. მან იუვენტუსთან ილიდზი გაანეიტრალა, თუმცა მან ჯერ ერთი სიტყვა იტალიური არ იცის.."
ცნობისთვის, გოგლიჩიძემ ემპოლის მაისურით 3 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ჯამში მოედანზე 270 წუთი გაატარა.