საქართველოს ეროვნული ნაკრები თავის მომდევნო საშინაო შეხვედრას სავსე ტრიბუნების ქვეშ გამართავს.
როგორც დაიწერა, საქართველოსა და ალბანეთის მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია და ახლა ქართველები მოუწყობენ ალბანელებს აქაურ "ჯოჯოხეთს".
აღნიშნული დაპირისპირება კვლავ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩატარდება, სადაც საქართველომ ჩეხეთთან 3 ქულა უკვე აიღო.
ცნობისთვის, ვილი სანიოლის გუნდს ჯამურად 6 ქულა აქვს. ქართველებმა ჯერ ჩეხეთს 4:1, შემდეგ კი ალბანელებს გასვლაზე 1:0 აჯობეს.