ფოტო: მანჩესტერ იუნაიტედმა კრიშტიანუ რონალდუზე ხელი საბოლოოდ ჩაიქნია » სპორტის ხაზი

ფოტო: მანჩესტერ იუნაიტედმა კრიშტიანუ რონალდუზე ხელი საბოლოოდ ჩაიქნია

ფოტო: მანჩესტერ იუნაიტედმა კრიშტიანუ რონალდუზე ხელი საბოლოოდ ჩაიქნია
17-11-2022, 17:00
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, რამდენიმე დღის წინ ინტერნეტში გავრცელდა მანჩესტერ იუნაიტედის ფორვარდის, კრიშტიანუ რონალდუს საკმაოდ გულახდილი ინტერვიუ, სადაც პორტუგალიელმა ფეხბურთელმა ყველა იმ საკითხზე ისაუბრა, რაზეც პრეტენზიები გააჩნდა.

რონალდუმ საჯაროდ თქვა, რომ ერიკ ტენ ჰაგს პატივს ნიდერლანდელი მწვრთნელის მხრიდან გამოჩენილი დამოკიდებულების გამო არ სცემს. ასევე, კრიშტიანუმ გააკრიტიკა გარი ნევილი, უეინ რუნი, მანჩესტერის ხელმძღვანელობა და საბოლოო ჯამში, რონალდუს მსგავსი ინტერვიუ გუნდში ადგილის დაკარგვად დაუჯდა.

სოციალურ ქსელებში ვრცელდება ინფორმაცია, სადაც ნაჩვენებია, თუ როგორ ხსნიან რონალდუს ფოტოებს მანჩესტერის სტადიონიდან, რაც იმის მანიშნებელია, რომ პორტუგალიელი იუნაიტედში ერთ შეხვედრასაც აღარ ჩაატარებს.

გარდა ამისა, დაიწერა ისიც, რომ თავად ერიკ ტენ ჰაგსაც აღარ სურს რონალდუსთან მუშაობა. ამდენად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ პორტუგალიელისა და მანჩესტერ იუნაიტედის გზები საბოლოოდ გაიყარა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.