საქართველო - ალბანეთი | ინფორმაცია ბილეთების შესახებ » სპორტის ხაზი

საქართველო - ალბანეთი | ინფორმაცია ბილეთების შესახებ

საქართველო - ალბანეთი | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
26-09-2024, 17:28
Aa Aa
გაზიარება:

უეფას ერთა ლიგის 2024-25 წლის სეზონის მეოთხე შეხვედრას საქართველოს ნაკრები ალბანეთის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 14 ოქტომბერს, 20:00 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება. ერთა ლიგის ბ1 ჯგუფის მეოთხე მატჩზე დასასწრები ბილეთები მხოლოდ ონლაინ რეჟიმში გაიყიდება და მის რეალიზაციას TKT.GE უზრუნველყოფს.

საქართველო - ალბანეთის თამაშის ბილეთის ფასი 10, 30 და 50 ლარი იქნება. თითოეულ მომხმარებელს მატჩზე დასასწრები მაქსიმუმ ორი ბილეთის შეძენა შეუძლია. ბილეთების გაყიდვა, 28 სექტემბერს, 12:00 საათზე დაიწყება.

უეფას ერთა ლიგის ბ1 ჯგუფში საქართველოს ნაკრების მეტოქეები ჩეხეთის, ალბანეთისა და უკრაინის ნაკრებები არიან.

წყარო: nakrebi.ge


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი