წინსვლა კარიერაში - ლაშა დვალი კვიპროსის სუპერთასის გამარჯვებული გახდა » სპორტის ხაზი

წინსვლა კარიერაში - ლაშა დვალი კვიპროსის სუპერთასის გამარჯვებული გახდა

წინსვლა კარიერაში - ლაშა დვალი კვიპროსის სუპერთასის გამარჯვებული გახდა
26-09-2024, 01:21
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და კვიპროსული "აპოელის" მცველის, ლაშა დვალის, გუნდმა, კვიპროსის სუპერთასზე კაცნაკლული "პაფოსი" 1:0 დაამარცხა და სუპერთასის ტიტულსაც დაეუფლა.

ქართველი მცველი მოედანზე 67-ე წუთზე გამოჩნდა და ეს მის კვიპროსულ კარიერაში პირველი ტიტულია. სხვადასხვა დროს, 4-ჯერ ზედიზედ, 18/19, 19/20, 20/21 და 21/22 წლებში გამხდარა უნგრეთის ჩემპიონი, "ფერენცვაროშის" მაისურში და 21/22 წლებში უნგრეთის თასის გამარჯვებული, ასევე "ფერენცვაროშში" ასპარეზობის დროს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი