საქართველოს 16-წლამდე ვაჟთა ნაკრებს სანდრო კობახიძე გაწვრთნის » სპორტის ხაზი

საქართველოს 16-წლამდე ვაჟთა ნაკრებს სანდრო კობახიძე გაწვრთნის

საქართველოს 16-წლამდე ვაჟთა ნაკრებს სანდრო კობახიძე გაწვრთნის
25-09-2024, 19:20
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს 16-წლამდე ვაჟთა ნაკრებს სანდრო კობახიძე გაწვრთნის

"საქართველოს 16-წლამდე ვაჟთა ნაკრებს, ჩვენი ეროვნული ნაკრების ვეტერანი - სანდრო კობახიძე უხელმძღვანელებს, რომელიც ეროვნული გუნდების სტრუქტურაში 2022 წლიდან მუშაობს.

საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ, სანდრო 18 და 19-წლამდე ვაჟთა ნაკრებში, მთავარი მწვრთნელის ასისტენტი იყო, დღეიდან კი 16-წლამდე ნაკრებს ჩაიბარებს, რომელიც 2025 წლის შემოდგომაზე, 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მიიღებს მონაწილეობს.

სანდრო კობახიძის გუნდი, 29 სექტემბერს, თურქეთის ქალაქ ერზურუმში გაემგზავრება, სადაც 16-წლამდელები, 1 და 2 ოქტომბერს, საერთაშორისო ამხანაგური ტურნირის B ჯგუფში, ყირგიზეთს და უზბეკეთს დაუპირისპირდებიან. ხოლო ტურნირის მესამე მატჩს, 4 ოქტომბერს, ჩვენი ასაკობრივი, A ჯგუფში თანაბარ პოზიციაზე მყოფ გუნდთან გამართავს."


- ვკითხულობთ ეროვნული ნაკრების პრეს-სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი