გურამ კაშიამ და გიორგი გოჩოლეიშვილმა მაროკოსთან მატჩის წინ ისაუბრეს » სპორტის ხაზი

გურამ კაშიამ და გიორგი გოჩოლეიშვილმა მაროკოსთან მატჩის წინ ისაუბრეს

გურამ კაშიამ და გიორგი გოჩოლეიშვილმა მაროკოსთან მატჩის წინ ისაუბრეს
17-11-2022, 11:40
Aa Aa
გაზიარება:

მაროკოს ნაკრებთან მოახლოებული ამხანაგური შეხვედრის წინ, საქართველოს ნაკრების ორმა მცველმა, გურამ კაშიამ და გიორგი გოჩოლეიშვილმა ჟურნალისტებთან ისაუბრეს:

"სეზონი პროდუქტიულად დავასრულეთ, რადგან მიზანს მივაღწიეთ და გულშემატკივრები გავახარეთ. ბედნიერი ვარ, რომ საქართველოში კარგი საფეხბურთო გარემოა. სასიხარულოა ისიც, რომ ბევრი ახალგაზრდა მოთამაშე დაგვემატა და ისინი სწრაფად ვითარდებიან. რაც შეეხება მაროკოსთან შეხვედრას, საინტერესო მატჩი უნდა გამოვიდეს და თავის გამოჩენის შესაძლებლობა ბევრ მოთამაშეს მიეცემა. გვინდა, რომ 2022 წლის ბოლო შეხვედრა მოგებით დავასრულოთ, თუმცა მაროკო ძლიერი ნაკრებია და მათი დამარცხება იოლი არ იქნება." - გურამ კაშია.

"საქართველოს ეროვნულ გუნდთან ერთად პირველად ვიმყოფები, რაც ჩემთვის დიდი გამოწვევაა. ეს ყველაფერი გარკვეულ სირთულეებთანაა დაკავშირებული, თუმცა თანაგუნდელები ბოლომდე მეხმარებიან, რისთვისაც მადლობელი ვარ. ჩვენს ვარჯიშებზე ყველაფერი იდეალურადაა და მაქსიმუმს გავიღებთ, რათა მაროკოს ნაკრები დავამარცხოთ." - გიორგი გოჩოლეიშვილი.

შეგახსენებთ, რომ დღევანდელი მატჩი 20:00 საათზე დაიწყება, პირდაპირ რეპორტაჟს კი საზოგადოებრივი მაუწყებელი გვთავაზობს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.