ახლა რაღა დროსია? - უეფამ აღიარა, რომ კუკურელიაზე პენალტი დასანიშნი იყო » სპორტის ხაზი

ახლა რაღა დროსია? - უეფამ აღიარა, რომ კუკურელიაზე პენალტი დასანიშნი იყო

ახლა რაღა დროსია? - უეფამ აღიარა, რომ კუკურელიაზე პენალტი დასანიშნი იყო
23-09-2024, 21:28
Aa Aa
გაზიარება:

დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უეფამ ევრო 2024-ის დასრულების შემდეგ რამდენიმე თვეში აღაირა, რომ მსაჯმა ესპანეთისა და გერმანიის 1/4-ფინალში დიდი შეცდომა დაუშვა.

საქმე ჯამალ მუსიალას დარტყმასა და მარკ კუკურელიას დაბლოკვას ეხება, რომელშიც, როგორც უეფამ მოგვიანებით აღიარა, პენალტი უნდა დანიშნულიყო.

უეფას განცხადებაში წერია, რომ კუკურელიას ხელი დარტყმას აშკარად აჩერებს და პენალტისგან მხოლოდ მაშინ უნდა გადარჩენილიყო ესპანეთი, თუ კუკურელიას ხელი სხეულთან ახლოს ექნებოდა, რაც ასე არ ყოფილა, შესაბამისად, გერმანია მსაჯმა დაჩაგრა.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთმა დამატებით დროში გერმანია 2:1 დაამარცხა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი