დადასტურდა: ითამაშებს თუ არა ჩაკვეტაძე მაროკოს წინააღმდეგ? » სპორტის ხაზი

დადასტურდა: ითამაშებს თუ არა ჩაკვეტაძე მაროკოს წინააღმდეგ?

დადასტურდა: ითამაშებს თუ არა ჩაკვეტაძე მაროკოს წინააღმდეგ?
16-11-2022, 21:41
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა მაროკოსთან ამხანაგურ მატჩამდე ბოლო ვარჯიში შეხვედრის მასპინძელ არენაზე გამართა.

შარჯას სტადიონზე ჩვენმა გუნდმა 21 ფეხბურთელის შემადგენლობით ივარჯიშა. საწვრთნელ პროცესში მონაწილეობა არ მიუღია გიორგი ჩაკვეტაძეს, რომელიც ნაკრებს კლუბში მიღებული ტრავმით შეუერთდა. ფეხბურთელი ამ მიზეზით მაროკოსთან მატჩს გამოტოვებს.

ცნობისთის, მაროკოსა და საქართველოს საფეხბურთო ნაკრებთა ამხანაგური თამაში შარჯას სტადიონზე 17 ნოემბერს, 20 საათზე დაიწყება. ეროვნული გუნდის წლის ბოლო მატჩის რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

წყარო: nakrebi.ge


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი