"გუნდში პოზიტიური განწყობაა და ასე უნდა გაგრძელდეს" - ლუკა ლოჩოშვილი » სპორტის ხაზი

"გუნდში პოზიტიური განწყობაა და ასე უნდა გაგრძელდეს" - ლუკა ლოჩოშვილი

"გუნდში პოზიტიური განწყობაა და ასე უნდა გაგრძელდეს" - ლუკა ლოჩოშვილი
16-11-2022, 22:00
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, 17 ნოემბერს საქართველოს ეროვნული ნაკრები მაროკოს წინააღმდეგ შარჯაში ამხანაგურ შეხვედრას გამართავს, რომელიც ჩვენი დროით 20:00 საათზე დაიწყება.

მატჩის წინ საქართველოს ნაკრებისა და იტალიური კრემონეზეს ცენტრალურმა მცველმა, ლუკა ლოჩოშვილმა ისაუბრა, რომელმაც აღნიშნა, რომ ეროვნულ გუნდში პოზიტიური განწყობაა:

"ძალიან მნიშვნელოვანი თამაში გველის. მაროკო ძალიერი ნაკრებია, მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობს და საინტერესო სპარინგი იქნება. შემდეგ ციკლში ძლიერი მეტოქეები გვყავს და საინტერსოა, როგორ დონეზე ვართ. კარგი სერია გვაქვს, გუნდში პოზიტიური განწყობაა და ვიმეოდნებ, ასე გაგრძელდება. თითოეული ფეხბურთელი დღითიდღე ვითარდება და გუნდში ჯანსაღი კონკურენციაა." - ლუკა ლოჩოშვილი.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი