რეკორდების მატჩი | საქართველო - მაროკო » სპორტის ხაზი

რეკორდების მატჩი | საქართველო - მაროკო

რეკორდების მატჩი | საქართველო - მაროკო
16-11-2022, 21:15
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, 17 ნოემბერს საქართველოს ეროვნული ნაკრები მაროკოს წინააღმდეგ შარჯაში ამხანაგურ შეხვედრას გამართავს, რომელიც ჩვენი დროით 20:00 საათზე დაიწყება.

აღნიშნული მატჩი რამდენიმე საინტერესო ფაქტის გამო გამოირჩევა. უპირველეს ყოვლისა, იმ შემთხვევაში, თუ ხვალ გურამ კაშია ითამაშებს, მაშინ ეს იქნება საქართველოს ნაკრების ისტორიაში პირველი შემთხვევა, როდესაც ფეხბურთელი 100-ზე მეტ შეხვედრას ჩაატარებს. გარდა ამისა, გურამ კაშიას კაპიტნობის შემთხვევაში, კიდევ ერთი რეკორდი დამყარდება. თუ სამკლაურს კაშია მოირგებს, მაშინ ნაკრების კაპიტნობის 41-ე შემთხვევა დაფიქსირდება, რაც ასევე რეკორდი იქნება.

საგულისხმოა ისიც, რომ საქართველომ 11 მატჩიანი წაუგებელი სერიით ჩვენი გუნდის ყველა დროის საუკეთესო რეკორდი უკვე დაამყარა და იმ შემთხვევაში, თუ ხვალაც არ დავმარცხდებით, მაშინ რეკორდის ახალ მაჩვენებელსაც მივაღწევთ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი