ივან პერიშიჩი კარიერას პსვ-ში გააგრძელებს - ინფორმაციას ამის თაობაზე ჰოლანდიური კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.
როგორც კონტრაქტის დეტალებიდან ვგებულობთ, ხორვატმა ვინგერმა კლუბთან 1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და მას თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.
ცნობისთვის, ბოლოს 35 წლის ფეხბურთელი სამშობლოში, ჰაიდუკ სპლიტში თამაშობდა, სადაც 12 თამაშში 1 გოლის გატანა მოახერხა.