ვატო არველაძე კარიერას დინამო თბილისში გააგრძელებს - ინფორმაციას ამის თაობაზე Geo Team ავრცელებს.
ამ ეტაპისთვის კონკტრაქტის და სხვა სახის დეტალები უცნობია, მაგრამ ჩვენი ინფორმაციით თბილისელები 25 წლის ფეხბურთელს თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატებენ.
ცნობისთვის, ბოლოს ვატო საბა კვირკველიასთან ერთად აზერბაიჯანული ნეფტჩი ბაქუს ღირსებას იცავდა.