"ამიტომ ვთქვი უარი ქართული ფეხბურთის დაფინანსებაზე", - ბიძინა ივანიშვილი » სპორტის ხაზი

"ამიტომ ვთქვი უარი ქართული ფეხბურთის დაფინანსებაზე", - ბიძინა ივანიშვილი

"ამიტომ ვთქვი უარი ქართული ფეხბურთის დაფინანსებაზე", - ბიძინა ივანიშვილი
16-09-2022, 00:15
Aa Aa
გაზიარება:

ქართული სპორტის მოყვარულებს კარგად მოგეხსენებათ, რომ ბიძინა ივანიშვილი ქართულ რაგბს აქტიურად აფინანსებს - ცნობილი ბიზნესმენის ერთ-ერთ ინტერვიუში ნათლად ირკვევა, რომ ის მზად იყო ფეხბურთიც დაეფინანსებინა, თუმცა საბოლოოდ არჩევანი რაგბზე შეაჩერა და ამის მიზეზიც განმარტა:

"დაახლოებით, 10-15 წლის წინ ქართული ფეხბურთის მესვეურებმა დახმარება მთხოვეს დაფინანსებაზე. მეც გავუგზავნე ასეთი შეთავაზება, რომ პირველ სამ წელიწადში 100 მილიონს მივცემდი და შემდგომ ვნახავდი როგორ გაგრძელდებოდა.

მე უკვე ჭკუა ვისწავლე ამ მიმართულებით და ვუთხარი, რომ რა თქმა უნდა დაგეხმარებოდი, მაგრამ ეგრე არა თანხა, რომ გამეგზავნა და არ მცოდნოდა სად წავიდოდა.

ამიტომ, უნდა ჩამესვა ერთი სანდო ადამიანი (ვიცე-პრეზიდენტი) ვინც ფინანსებს გააკონტროლებდა. მათ უარი უნდა ეთქვათ ყველა სხვა დაფინანსებაზე, შესაძლოა სამი მხრიდან ჰქონოდათ შემოსავლები, და კიდევ სახელმწიფოს ბიუჯეტიდანაც ურიცხავდნენ თანხას.

სხვანაირად შემოსავლოებს ვერ შეუმოწმებ, ეს ერთ დროს "ნაციონალებმა" მასწავლეს... ამ წინადადების შემდეგ ისინი ახლოს ვეღარ გავიკარე. იარეს ამ პროექტით და საბოლოო ჯამში თავი დავანებე. ამის შემდეგ გადავწყვიტე რაგბისთვის მიმეხედა
", - განაცხადა ივანიშვილმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი