GAZZETTA DELLO SPORT: 'მამარდაშვილი თითქმის გამოირიცხა, ტურინელები სხვა მეკარეს აკვიდრებიან' » სპორტის ხაზი

GAZZETTA DELLO SPORT: 'მამარდაშვილი თითქმის გამოირიცხა, ტურინელები სხვა მეკარეს აკვიდრებიან'

GAZZETTA DELLO SPORT: 'მამარდაშვილი თითქმის გამოირიცხა, ტურინელები სხვა მეკარეს აკვიდრებიან'
16-11-2022, 14:57
Aa Aa
გაზიარება:

ტურინის 'იუვენტუსისთვის' მომდევნო სეზონში პრიორიტეტი ახალი მეკარის მოყვანაა. გუნდი ამაზე მუშაობს და რამდენიმე ვარიანტსაც აქტიურად განიხილავს. იტალიურ გრანდს აქამდე ყველაზე ხშირად ქართველ მეკარეს, გიორგი მამარდაშვილს უკავშირებნენ, თუმცა როგორც ცნობილი იტალიური გამოცემა GAZZETTA DELLO SPORT-ი წერს 'ბებერი ქალბატონის' ნომერ პირველი სამიზნე გულიელმო ვიკარიოა.

ვიკარიო 'ემპოლის' ძირითადი მეკარეა და ამ სეზონში საკმაოდ დამაჯერებლადაც გამოიყურება. GAZZETTA DELLO SPORT - ის ინფორმაციით 'იუვენტუსი' მოცდას არ აპირებს და ისინი ვიკარიოს ტრანსფერზე მუშაობას იანვარში აპირებენ. ჯერჯერობით ტრანსფერის ფინანსურ დეტალებზე არაფერი იწერება.

GAZZETTA DELLO SPORT: 'მამარდაშვილი თითქმის გამოირიცხა, ტურინელები სხვა მეკარეს აკვიდრებიან'

იუვენტუსი გულიელმოს აკვირდება

არადა აღსანიშნავია ისიც, რომ იტალიური კლუბი საფეხბურთო მედიის მტკიცებით გიორგი მამარდაშვილით სერიუზულად იყო დაინტერესებული. კლუბის წარმომადგენლებმა სკაუტებიც კი გააგზავნეს 'სევილია-ვალესიას' მატჩზე.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილს 'ღამურებთან' კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს და მისი გამოსასყიდი თანხა 100 მილიონი ევროა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი