კრისტიან ძაკარდო : 'ხვიჩას მოედანს მიღმაც ვიცნობ, ის ძალიან...' » სპორტის ხაზი

კრისტიან ძაკარდო : 'ხვიჩას მოედანს მიღმაც ვიცნობ, ის ძალიან...'

კრისტიან ძაკარდო : 'ხვიჩას მოედანს მიღმაც ვიცნობ, ის ძალიან...'
15-11-2022, 20:00
Aa Aa
გაზიარება:

ყოფილმა იტალიელმა ფეხბურთელმა და 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონმა კრისტიან ძაკარდომ მედიასთან ქართველი ფეხბურთელის ხვიჩა კვარცხელიას შესახებ ისაუბრა.

"კვარაცხელიამ ძალიან კარგად დაიწყო, ეს კლუბში შექმნილი ატმოსფეროს დამსახურებაცაა. ყველა მოთამაშე თავის მაქსიმუმს აჩვენებს და მათ შორის, კვარაცხელიაც.

იმედი მაქვს, რომ ასე გააგრძელებს. დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ უფრო მომატების დიდი სურვილი აქვს. მას მოედანს მიღმაც ვიცნობ, თავმდაბალი ბიჭია და შეუძლია მომატება.

კვარას არ მოსწონს ყურადღების ცენტრში ყოფნა და უბრალო ბიჭია, მაგრამ თავის ასაკთან შედარებით ძალიან ჭკვიანი. მან აუცილებლად უნდა მოუსმინოს სპალეტის რჩევებს და ვუსურვებ, რომ ასე გააგრძელოს. " - თქვა ძაკარდომ.


შეგახსნებთ იმასაც, რომ სწორედ იტალიელი ფეხბურთელის ერთ-ერთი მთავარი დამსახურებაა ხვიჩას 'ნაპოლიში' გადასვლა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი