საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის გათამაშებაში მეორე გამარჯვება მოიპოვა. ჩეხეთთან გამარჯვების შემდეგ, ვილი სანიოლის გუნდმა ალბანეთის ნაკრებს ტირანაში 1:0 სძლია.
შეხვედრის დაწყებამდე, საქართველოს ჰიმნს ადგილობრივი გულშემატკივრები სტვენით შეხვდნენ, რაზეც კომენტარი მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრების მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმაც გააკეთა.
"არსებობს ფეხბურთზე უფრო მნიშვნელოვანი რაღაცები, ჰიმნის დროს სტვენა არ შეიძლება და ეს არ მოგვეწონა", - განაცხადა მამარდაშვილმა.