მოგეხსენებათ, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის გათამაშებაში მეორე გამარჯვება მოიპოვა. ჩეხეთთან გამარჯვების შემდეგ, ვილი სანიოლის გუნდმა ალბანეთის ნაკრებს ტირანაში 1:0 სძლია.
აღნიშნული გამარჯვებით, ვილი სანიოლის გუნდმა ერთა ლიგაზე საკუთარი სტატისტიკა კიდევ უფრო გაიუმჯობესა და ახლა უკვე ჯვაროსნებს ამ ტურნირზე 13 გამარჯვება, 6 ფრე და 1 მარცხი აქვთ, რაც ტურნირის არსებობის ისტორიაში საუკეთესო შედეგია.
ცნობისთვის, ჩვენი გუნდი მომდევნო შეხვედრას 11 ოქტომბერს, უკრაინის წინააღმდეგ გამართავს.