საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის გათამაშებაში მეორე გამარჯვება მოიპოვა. ჩეხეთთან გამარჯვების შემდეგ, ვილი სანიოლის გუნდმა ალბანეთის ნაკრებს ტირანაში 1:0 სძლია.
შეხვედრის ერთადერთი გოლი გიორგი ქოჩორაშვილმა 71-ე წუთზე გაიტანა, რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას, სანიოლიმ ის 75-ე წუთზე შეცვალა.
მატჩის დასრულების შემდეგ, ალბანელ ჟურნალისტსა და ნაპოლის ქართველ შემტევს შორის მეტად უცნაური დიალოგი შედგა.
ჟურნალისტი: "ხვიჩა, გეწყინა, რომ გოლის დროს მოედანზე არ იყავი?"
კვარა: "ბოდიში, კითხვა ვერ გავიგე.."
ჟურნალისტი: "გეწყინა როცა შენმა გუნდმა გოლი გაიტანა და შენ მოედანზე არ იყავი?"
კვარა: "მე მოედანზე ვიყავი"
ჟურნალისტი: "თქვენ ხომ გოლამდე შეგცვალეს?"
კვარა: "არა, გოლის დროს მე მოედანზე ვიყავი"
იხილეთ ვიდეო: