საქართველოს ეროვნული ნაკრები ჩეხეთთან გამარჯვების შემდეგ მორიგ შეხვედრას ტირანაში გამართავს, მეტოქე კი ადგილობრივი ალბანეთი იქნება.
აღნიშნულ მატჩთან დაკავშირებით ალბანეთის ფეხბურთის ფედერაციამ საჯარო მოწოდება გააკეთა.
უკრაინასთან ეფექტურ სტილში მოგებული მატჩის შემდეგ, ალბანეთის ნაკრებს მორიგი შესარჩევი თამაში საქართველოსთან ელის, რომელიც სავსე ტრიბუნების თანხლებით წარიმართება. ყველა ბილეთი გაყიდულია. მადლობას ვუხდით იმ ქომაგებს, რომლებიც მოახლოებულ შეხვედრაზე დასწრებას აპირებენ და მოვუწოდებთ, ტრიბუნებზე პოზიტიური ატმოსფერო შექმნან. გარდა ამისა, ქართველებისადმი უპატივცემულობა არავინ გამოიჩინოთ.
- წერია მოწოდებაში.
შეგახსენებთ, რომ ალბანეთისა და საქართველოს შეხვედრა 10 სექტემბერსაა ჩანიშნული.