"ბედნიერ სვლას დავუსრულებთ" - რას წერენ ალბანელები საქართველოსთან შეხვედრაზე » სპორტის ხაზი

"ბედნიერ სვლას დავუსრულებთ" - რას წერენ ალბანელები საქართველოსთან შეხვედრაზე

"ბედნიერ სვლას დავუსრულებთ" - რას წერენ ალბანელები საქართველოსთან შეხვედრაზე
8-09-2024, 20:46
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ეროვნული ნაკრები ჩეხეთთან გამარჯვების შემდეგ მორიგ შეხვედრას ტირანაში გამართავს, მეტოქე კი ადგილობრივი ალბანეთი იქნება.

ამ მომენტისთვის ალბანელები და ქართველები ჯგუფს 3-3 ქულით ლიდერობენ და 10 სექტემბრის შეხვედრაზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული.

აი, რას წერენ ალბანელები ჩვენთან ჩანიშნულ დაპირისპირებაზე:

ვინც იგებს ამ მატჩს, ის იგებს ჯგუფსაც.

მთავარი კონკურენტი საქართველოა, რომელსაც ბოლო წლებში საოცარი პროგრესი აქვს.

გოლების წვიმა იქნება და მთავარი ისაა, რომ მათზე მეტი გავიტანოთ.

უკრაინას გასვლაზე მოვუგეთ და ლოგიკური იქნება, რომ ქართველები სახლში დავამარცხოთ.

არავის აქვს წინ იმხელა ნახტომი გაკეთებული, როგორიც ჩვენ გავაკეთეთ, არც საქართველოს!

საშინაო თამაშია და უნდა მოვიგოთ, სხვა არცერთი შედეგი არ განიხილება.

მაგარი გუნდია, ამას ვერ დაუკარგავ, მაგრამ ჩვენთან უნდა დაასრულონ ეს ბედნიერი სვლა.

- წერენ ალბანელები.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი