საყვარელი მეტოქეა - რამდენი მოგება აქვს საქართველოს ალბანეთთან ისტორიაში » სპორტის ხაზი

საყვარელი მეტოქეა - რამდენი მოგება აქვს საქართველოს ალბანეთთან ისტორიაში

საყვარელი მეტოქეა - რამდენი მოგება აქვს საქართველოს ალბანეთთან ისტორიაში
8-09-2024, 19:30
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის ახალ ციკლში რიგით მე-2 შეხვედრას ზეგ, 10 სექტემბერს გამართავს, მეტოქე კი ალბანეთი იქნება.

საქართველოც და ალბანეთიც აღნიშნულ შეხვედრას მშვენიერ განწყობაზე ხვდება. ჩვენმა გუნდმა საშინაო კედლებში ჩეხეთი გაანადგურა, ალბანელებმა კი გასვლაზე კონკურენტ უკრაინას მოუგეს.

ცხადია, როგორც ერთი, ისე მეორე ნაკრები 10 სექტემბრის მატჩს დიდი შემართებით და იმედებით შეხვდება. მოდით, ვნახოთ თუ როგორი ურთიერთდაპირისპირების სტატისტიკა აქვთ საქართველოსა და ალბანეთს.

ჯამური შეხვედრების რაოდენობა - 15
საქართველოს მოგება - 8
ალბანეთის მოგება - 3
ფრე - 4

როგორც ხედავთ, საქართველოს ალბანეთი ისტორიაში ლამის 3-ჯერ უფრო მეტჯერ ჰყავს დამარცხებული (ბოლოს 19 წლის წინ, 2005-ში წავაგეთ!), რაც კიდევ უფრო კარგ განწყობაზე გვაყენებს და იმედებს გვაძლევს!


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი