საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დაიწყო. თბილისში, ჩეხეთის ნაკრების წინააღმდეგ ჩატარებული მატჩი ჩვენი გუნდის დამაჯერებელი გამარჯვებით, 4:1 დასრულდა.
მატჩის მიმდინარეობისას, ჯვაროსანთა კარის დარაჯს, გიორგი მამარდაშვილს ბევრი საქმე არ ჰქონია, თუმცა 4 სეივი მაინც შეასრულა და მთლიანობაში, შეხვედრაც დამაჯერებლად ჩაატარა.
გამარჯვება ლივერპულის მეკარემ ქომაგებთან ერთად, ტრიბუნაზე იზეიმა, რასაც ყველაზე გავლენიანი სპორტული ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანოც გამოეხმაურა.
"მამარდაშვილის ლიდერული თვისებები იყო ერთ-ერთი საკვანძო ფაქტორი, რის გამოც ლივერპულმა მისი შეძენა გადაწყვიტა", - წერს ფაბრიციო სოციალურ ქსელში.