საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დაიწყო. თბილისში, ჩეხეთის ნაკრების წინააღმდეგ ჩატარებული მატჩი ჩვენი გუნდის დამაჯერებელი გამარჯვებით, 4:1 დასრულდა.
შეხვედრის 33-ე წუთზე, საკუთარი გამომუშავებული პენალტი, ხვიჩა კვარაცხელიამ გოლადვე აქცია და ანგარიში გახსნა.
როგორც მოსალოდნელი იყო, გატანილი გოლი კვარამ შვილს, დამიანეს მიუძღვნა - გარდა ამისა, კვარამ "ორიანი" ანიშნა გულშემატკივრებს, რითაც ლაშა ბექაურის მიმართ გამოხატა პატივისცემა და ერთგვარად, გოლი ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონსაც მიუძღვნა.
იხილეთ ვიდეო: