საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დაიწყო. თბილისში, ჩეხეთის ნაკრების წინააღმდეგ ჩატარებული მატჩი ჩვენი გუნდის დამაჯერებელი გამარჯვებით, 4:1 დასრულდა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, პირველი გოლის ავტორმა, ხვიჩა კვარაცხელიამ განაცხადა, რომ მოედანზე საუკეთესო მოთამაშე მისი თანაგუნდელი, გიორგი ჩაკვეტაძე იყო.
ჟურნალისტი: "შენი აზრით ვინ იყო დღევანდელი მატჩის საუკეთესო მოთამაშე, შენ თუ ჩაკვე?"
ხვიჩა: "ჩაკვე იყო საუკეთესო დღეს!"