"საქართველომ ეს დაამტკიცა!" - რა წერილს აქვეყნებს თემურ ქეცბაია » სპორტის ხაზი

"საქართველომ ეს დაამტკიცა!" - რა წერილს აქვეყნებს თემურ ქეცბაია

"საქართველომ ეს დაამტკიცა!" - რა წერილს აქვეყნებს თემურ ქეცბაია
8-09-2024, 01:08
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ნაკრებმა ახალი ციკლი ერთა ლიგაზე ბრწყინვალედ დაიწყო და ჩეხეთი სახლში გაწბილებული გაუშვა, - 4:1!

აღნიშნულ გამარჯვებას სოციალურ ქსელში წერილის გამოქვეყნებით ნაკრების ყოფილი თავკაცი, თემურ ქეცბაია გამოეხმაურა.

ვულოცავ ნაკრებს და ყველა გულშემატკივარს, ამ მნიშვნელოვან გამარჯვებას! დავამტკიცეთ, რომ ევროპის ჩემპიონატზეც დამსახურებულად ვითამაშეთ და ჯგუფიდან გასვლაც არ იყო შემთხვევითი. წარმატებები ჩვენ ქვეყანას.

- დაწერა თემურ ქეცბაიამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს მომავალი შეხვედრა 10 სექტემბერს ტირანაში ელის, მეტოქე კი ალბანეთი იქნება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი