VIDEO: არეულობა, ემოციების პიკი და დასანანი მარცხი - იტალიასთან მხოლოდ ქულით წავაგეთ » სპორტის ხაზი

VIDEO: არეულობა, ემოციების პიკი და დასანანი მარცხი - იტალიასთან მხოლოდ ქულით წავაგეთ

VIDEO: არეულობა, ემოციების პიკი და დასანანი მარცხი - იტალიასთან მხოლოდ ქულით წავაგეთ
14-11-2022, 21:01
Aa Aa
გაზიარება:

რამდენიმე წუთის წინ დასრულდა საქართველოსა და იტალიის საკალათბურთო ნაკრებთა დაპირისპირება, რომელიც სტუმრებმა ძალიან დაძაბულ შეხვედრაში 84:85 მოიგეს.

როგორც ვიდეოში ჩანს, ჩვენს გუნდს ბოლო წამებზე ოქროს შანსი მიეცა, რადგან პაიოლამ 2 საჯარიმო სროლიდან ვერცერთი ვერ გამოიყენა, რის შემდეგაც საქართველოს ნაკრები სწრაფ შეტევაზე წავიდა, თუმცა თორნიკე შენგელიას ბურთის ჩასაგდებად დრო არ ეყო და იტალიამ მხოლოდ და მხოლოდ 1 ქულით გაიმარჯვა.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი სცენარის შეხვედრა იტალიელებთან აქამდეც გვქონია, კერძოდ კი 2017 წლის ევრობასკეტზე, როდესაც იტალიელებმა მხოლოდ 2 ქულით გვაჯობეს.

შეგახსენებთ იმასაც, რომ საქართველოსთვის ამ მარცხით არაფერი დასრულებულა და პირიქით, ჩვენს გუნდს მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშის შესანიშნავი შანსი ექნება იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი გუნდი 2023 წლის თებერვალში ნიდერლანდებისა და ისლანდიის წინააღმდეგ წარმატებით ითამაშებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი