"ყველაფერი ახლა იწყება" - რა თქვა მამარდაშვილმა ჩეხეთის განადგურების შემდეგ » სპორტის ხაზი

"ყველაფერი ახლა იწყება" - რა თქვა მამარდაშვილმა ჩეხეთის განადგურების შემდეგ

"ყველაფერი ახლა იწყება" - რა თქვა მამარდაშვილმა ჩეხეთის განადგურების შემდეგ
7-09-2024, 23:22
Aa Aa
გაზიარება:

ჩეხეთის 4:1 განადგურების შემდეგ, ადგილობრივ მედიასთან კომენტარი უკვე ლივერპულის მეკარე გიორგი მამარდაშვილმა გააკეთა.

ამ ჯგუფში ყველა თამაში რთული იქნება. ვფიქრობ, კარგად ვითამაშეთ და დამსახურებულადაც გავიმარჯვეთ.

ჩვენ ახლა ვიწყებთ ახალი რაღაცების პოვნას და განვითარებას, ევროპის ჩემპიონატმა კი გარდამტეხი როლი ითამაშა, რაც თითოეულ ფეხბურთელსა და მთლიან გუნდს განვითარებაში გვეხმარება.

ლივერპულს რაც შეეხება, მათთან 5-წლიან კონტრაქტს მოვაწერე ხელი და ახლა ძალიან მშვიდად და წყნარად ვარ.

- თქვა გიორგი მამარდაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს მომავალი შეხვედრა 10 სექტემბერს ტირანაში ელის, მეტოქე კი ალბანეთი იქნება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი