დღეს, ჩვენი დროით 20:00 საათზე სტარტს საქართველოსა და ჩეხეთის ეროვნული ნაკრებების დაპირისპირება აიღებს, რომელიც ერთა ლიგის ეგიდით გაიმართება.
როგორც ქართულ მედიაში დაიწერა, დღევანდელი მატჩის დაწყებამდე ოფიციალური პირები გიორგი მიქაუტაძეს ევრო 2024-ის თანაბომბარდირის პრიზით დააჯილდოებენ!
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ჩეხეთის მატჩის პირდაპირი ტრანსლაცია საზოგადოებრივ მაუწყებელზე იქნება.