უეფას ერთა ლიგის 2024/25 წლების სეზონს საქართველოს ნაკრები ჩეხეთთან მატჩით დაიწყებს.
"ქართველებს ფეხბურთი ძალიან უყვართ. ისიც ვიცი, რომ ჩვენი მატჩის ბილეთები მალევე გაიყიდა, ამიტომ საინტერესო მატჩს უნდა ველოდოთ.
ევროპის ჩემპიონატზე ჩვენს შორის კარგი მატჩი შედგა და ხვალაც იმავეს უნდა ველოდოთ. ქართველ გულშემატკივარს ძალიან ვაფასებთ. მათ ევროპის ჩემპიონატის დროს შესანიშნავი შთაბეჭდილება მოახდინეს, თუმცა ჩვენი მთავარი მიზანი 3 ქულის მოპოვებაა." - თქვა ჩეხეთის თავკაცმა, ივან ჰაშეკმა, საქართველოსთან გასამართი მატჩის წინ.