კარიერაში მესამედ - 35 წლის მათე ვაწაძე დინამო თბილისის ფეხბურთელია » სპორტის ხაზი

კარიერაში მესამედ - 35 წლის მათე ვაწაძე დინამო თბილისის ფეხბურთელია

კარიერაში მესამედ - 35 წლის მათე ვაწაძე დინამო თბილისის ფეხბურთელია
6-09-2024, 13:11
Aa Aa
გაზიარება:

მათე ვაწაძე დინამო თბილისის ფეხბურთელია - თავდამსხმელმა დედაქალაქურ კლუბთან კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გააფორმა, ინფორმაციას ამის თაობაზე დინამოს პრესსამსახური ავრცელებს.

შეგახსენებთ, 35 წლის ფორვარდი ბოლოს გაგრას ღირსებას იცავდა და 18 ტურში 5 გოლის გატანაც მოახერხა.

რაც შეეხება ვაწაძის და დინამო თბილისის ურთიერთობას, ფეხბურთელი აქამდე ამ კლუბის ღირსებას ორჯერ იცავდა, პირველად 2005-11 წლებში, როცა აკადემიიდან მთავარ გუნდში დააწინაურეს და მოგვიანებით 2018-19 წლებში.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი